გამგებელი სოფელ მუშევანის მოსახლეობას შეხვდა

16/06/2016

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ მუშევანის მოსახლეობას შეხვდა. გოგი მეშველიანმა სოფლის მაცხოვრებლებისგან მათ წინაშე არსებული პრობლემები პირადად მოისმინა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. ადგილობრივებმა უმთავრეს საკითხად, მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელეს. გამგებელმა სოფლის მაცხოვრებლებს აღუთქვა, რომ გზის ორმოული შეკეთება უახლოეს მომავალში დაიწყება.
სოფლის მაცხოვრებლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს სკოლის ეზოში შეხვდნენ. მათი თქმით, სკოლას უკვე რამდენიმე წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნია სახსრები აბონენტად დარეგისტრირდეს შესაბამის კომპანიაში. გოგი მეშველიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად საჭირო თანხებს მუნიციპალიტეტი გამოყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0