არასამთავრობო სექტორსა და და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის დანერგვის პრაქტიკაზე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო – ს წარმომადგენლებმა პროექტ „მიიღე მონაწილეობა მართაში – 3 მ“ სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, გამგებლის მოადგილეები და ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დანერგოს არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კარგი პერესპექტივა და შექმნას პრობლემათა ადვოკატირების საინტერესო პრეცედენტები მოქალაქეთა ჩართულობის მეშვეობით. პროექტი გაიმართება იმერეთის მხარის 6 მუნიციპალიტეტში.
გამგებელი პროექტ „მიიღე მონაწილეობა მართაში – 3 მ“ წარმომადგენლებს შეხვდა
18/05/2016