9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს შუახევის მუნიციპალიტეტშიც.დილიდან შინ მოუსვლელთა მემორიალთან შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა მემორიალი, მათი სულების მოსახსენიებლად დაანთეს სანთლები. მეორე მსოფლიო ომში, 200-ზე მეტი შუახეველი იბრძოდა.
საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და მეორე მსოფლიო ომის თემაზე მოხსენებები წაიკითხეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძემ, გამგებლის პირველმა მოადგილე ავთანდილ დიასამიძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდა კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი,”შუახევი“.
გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს შუახევში
09/05/2016