გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი

10/05/2016

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად,მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, ზაურ პავლიაშვილის სახელობის ღია ტურნირი ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში,სადაც მონაწილეობა მცხეთის თემის სპორტსმენების გარდა თბილისის,თიანეთის და დუშეთის მოჭიდავეებმაც მიიღეს. გათამაშდა სხვადასხვა პრიზები, გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და მედლები, რომელთა უმრავლესობა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მონაწილე სპორტსმენებმა დაიმსახურეს.
60კგ. წონით კატეგორიაში, რომელშიც პავლიაშვილი ჭიდაობდა, გამარჯვებულ სოსო ფოცხვერაშვილს (სოფ.ერედა) თასი გადაეცა, ხოლო 70 კგ. წონით კატეგორიის გამარჯვებულ მალხაზ ხუროშვილს (ძალისი) ჟიურიმ ცხვარი მიაკუთვნა.
ტურნირი წარმატებული იყო სხვა მონაწილეებისთვისაც,მათ სამახსოვრო დიპლომები და მედლები გადასცეს:
40 კგ – ვახო თათარაშვილი (წილკანი) I ადგილი;
50 კგ -ნიკა ფილაური (ძალისი) I ადგილი; ივანე რუსიშვილი II ადგილი;
55კგ -შალვა მიდელაშვილი I ადგილი; თამაზ ჩილინდრიშვილი II ადგილი;
65 კგ – ვანო ნავდარაშვილი (გალავანი) I ადგილი;
აბსოლუტურ, 75 კგ კატეგოტიაში გამარჯვება თბილისელმა ელდარ მესხიშვილმა მოიპოვა.
ძალისში გამართულ ტურნირს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ აბესაძე, კულტურის, ტურიძმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თამაზ გრძელიშვილი და გამგეობის სხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0