გაზპრომი ნიშნავს სიცივეს -სერგო რატიანი

05/03/2016

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს, რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და “გაზპრომთან” მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თქმით, “სოკართან” გუშინდელი მოლაპარაკების მიუხედავად, რუსული საფრთხე კვლავ რჩება.

„ ჩვენ მშვიდი საპროტესტო აქციით, პრინციპულად დავიცავთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არგვინდა ჩავარდეთ 90-იანებში, გაზპრომი ნიშნავს სიცივეს, ნიშნავს ეკონომიკურ გაჭირვებას და დამოუკიდებლობის შეზღუდვას“- განაცხადა რატიანმა აქციის მსვლელობისას.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ” “გაზპრომის” წინააღმდეგ აქცია ხვალაც აქვს დაგეგმილი. პროტესტს ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, ის კანცელარიასთან 2 საათზე დაიწყება და რუსეთის საელჩოს მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0