2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში, გაერო-ს სათავო ოფისში გამართა ღონისძიება სახელწოდებით – „Roundtable on the human rights and security related developments in Abkhazia, Georgia and Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia“.
ღონისძიების ფარგლებში გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ დამსწრეებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.
გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს
11/08/2017