ნიუ-იორკში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია გაიხსნა. სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. გენერალურ ასამბლეას დღეს სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ (Barack Obama) მიმართა.
სესიაზე ხვალ სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია 26 სექტემბერს დასრულდება.
გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია გაიხსნა
20/09/2016