გადაუდებელ მედიცინაში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი გაიხსნა

16/06/2016

გადაუდებელ მედიცინაში ინტერნაციონალური კონგრესი გაიხსნა. მასში მონაწილეობას 7 ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, ლიბანი, ლიტვა, მექსიკა, პოლონეთი და თურქეთი) 28 მომხსენებელი იღებს. კონგრესი საქართველოს შრომის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.
მოწვეულმა უცხოელმა სტუმრებმა ქართველ ექიმებს საკუთარი გამოცდილება და თანამედროვე მიღწევები გაუზიარეს გადაუდებელ მედიცინაში, როგორც კლინიკური ისე ადმინისტრაციული მიმართულებით, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფებისა და ტრავმების მართვას.
მედიცინის ამ დარგის განვითარება ქართული ჯანდაცვისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც ავადობის გამოსავლის გაუმჯობესებასთან ერთად ჰოსპიტალური საწოლ-ფონდის მიზნობრივ და საჭიროებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
გადაუდებელი მედიცინის განყოფილებების შექმნა მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის. კონგრესი დღეს გაიხსნა და 2 დღე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0