გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 19 აგვისტოს იწყება.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:
ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.
2017-2018 წლების ნდირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით შემდეგია:
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით
№
ლათინური დასახელება
ქართული დასახელება
ვადები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების
1
Anser anser
რუხი ბატი
01.11 – 01.03
5 ცალი
2
Anas strepera
რუხი იხვი
01.11 – 01.03
3 ცალი
3
Anas crecca
ჭიკვარა (სტვენია იხვი)
01.11 – 01.03
5 ცალი
4
Anas platyrhynchos
გარეული იხვი
01.11 – 01.03
6 ცალი
5
Anas querquedula
იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)
01.11 – 01.03
3 ცალი
6
Anas clypeata
ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი
01.11 – 01.03
3 ცალი
7
Fulica atra
მელოტა
01.11 – 01.03
6 ცალი
8
Anas acuta
კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი
01.11 – 01.03
3 ცალი
9
Anas penelope
თეთრშუბლა იხვი
01.11 – 01.03
6 ცალი
10
Anser albifrons
დიდი თეთრშუბლა ბატი
01.11 – 01.03
5 ცალი
11
Aythya ferina
წითელთავა ყვინთია
01.11 – 01.03
3 ცალი
12
Aythya fuligula
ქოჩორა ყვინთია
01.11 – 01.03
5 ცალი
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე
1
Anser anser
რუხი ბატი
10.09 – 31.12
3 ცალი
2
Anas strepera
რუხი იხვი
10.09 – 31.12
2 ცალი
3
Anas crecca
ჭიკვარა (სტვენია იხვი)
10.09 – 31.12
3 ცალი
4
Anas platyrhynchos
გარეული იხვი
10.09 – 31.12
5 ცალი
5
Anas querquedula
იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)
10.09 – 31.12
2 ცალი
6
Anas clypeata
ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი
10.09 – 31.12
2 ცალი
7
Fulica atra
მელოტა
10.09 – 31.12
5 ცალი
8
Anas acuta
კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი
10.09 – 31.12
2 ცალი
9
Anas penelope
თეთრშუბლა იხვი
10.09 – 31.12
3 ცალი
10
Anser albifrons
დიდი თეთრშუბლა ბატი
10.09 – 31.12
3 ცალი
11
Aythya ferina
წითელთავა ყვინთია
10.09 – 31.12
2 ცალი
12
Aythya fuligula
ქოჩორა ყვინთია
10.09 – 31.12
3 ცალი
სხვა ფრინველები
1
Scolopax rusticola
ტყის ქათამი
15.10 – 01.03
5 ცალი
2
Gallinago gallinago
ჩიბუხა
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
5 ცალი
3
Coturnix coturnix
მწყერი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
20 ცალი
4
Columba palumbus
ქედანი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი
5
Columba livia
გარეული მტრედი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი
6
Columba oenas
გულიო (გვიძინი)
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი
7
Streptopelia turtur
ჩვეულებრივი გვრიტი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი
8
Crex crex
ღალღა
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
5 ცალი
9
Lymnocryptes minimus
ჩიბუხელა (გარშნეპი)
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
5 ცალი
ნადირობა აკრძალულია:
სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ნადირობის აკრძალული მეთოდები:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.
ნადირობისას ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი:
პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრესა და ნადირობის განმახორციელებელ პირს (ამ შემთხვევაში პირი, რომელსაც გააჩნია „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.) შორის შეთანხმების შემთხვევაში, მესაკუთრის (მფლობელის) აუცილებელი თანხმობის პირობით.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 19 აგვისტოს იწყება
11/08/2017