გაგრძელდება მცდელობა, რომ იყოს შეღავათიანი პირობები, მაგრამ ვალს გადახდა უნდა

03/09/2016

გაგრძელდება მცდელობა, რომ იყოს შეღავათიანი პირობები, მაგრამ ვალს გადახდა უნდა, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ქობულეთში გამართული საარჩევნო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს იპოთეკით დაზარალებულების საკითხზე დასმული შეკითხვის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის მიმართ მოსახლეობის მოთხოვნა შესრულდა და ადგილობრივებს მიეცა დრო მოეგვარებინა პრობლემა.

„სამწელიწადნახევრის განმავლობაში მოსახლეობის დიდ უმეტესობას, რომლებსაც იმწუთიერი პრობლემა ჰქონდა და შეიძლებოდა დარჩენილიყო სრულიად უყველაფროდ, ჩვენ მოვახერხეთ და უმეტესობას მივეცით დრო – 2-3 წელი იმისთვის, რომ გამართულიყო წელში და მოეგვარებინა პრობლემა. საქართველოს პარლამენტის მიმართ ეს მოთხოვნა იყო პირველ რიგში და ჩვენ ეს შევასრულეთ. მაგრამ ის, რომ ვინმეს მიერ აღებული ვალის გადახდას დავაკისრებთ სხვას, ასე არ გამოვა. გაგრძელდება მცდელობა, რომ იყოს შეღავათიანი პირობები, მაგრამ ვალს გადახდა უნდა “, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0