დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური საჯარო გახსნა გაიმართა.
გახსნაზე განხილეს სამსახურთან დაკავშირებული საკითხები: სამსახურის ძირითადი უპირატესობები და გამოწვევები; სამსახურის ძირითადი ფუნქციები და მიღწეული შედეგები; საერთაშორისო თანამშრომლობა; სამსახურის საინფორმაციო რესურსები და მისი მნიშვნელობა ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და სხვა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება დაკავშირებულია კორპორატიული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინისა და ანგარიშგების საანდოობის ხარისხის ამაღლებასთან, კაპიტალური და ფინანსური ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური გახსნა გაიმართა
21/06/2017