ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციის ხელშეწყობის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

23/09/2016

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახლმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციულ შენობაში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციის ხელშეწყობის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. სადაც პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდა.
პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში ვრცელდება და მიზნად ისახავს მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობას, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრაქტიკის დანერგვას და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაუმჯობესებას.
პროქტის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური აქტივობები, მათ შორის გამწვანებისა და დასუფთავების აქციები, დეგრადირებული ტყეების ფრაგმენტებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენითი და სამეციერო-კვლევითი სამუშაოები.
პროეტი ინიცირებული „საქართველოს მწვანეთა მოზრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს“ მიერ შვეიცერიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოო ორგანიზაციის „Pro Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის“ ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრას – „Pro Natura – დედამიწის მეგობრების“ საერთაშორისო კოორდინატორი ბერთრანდ სანსონენსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ბიომრავალფეროვნების ჯგუფის კოორდინატორი მარინა ჟორდანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0