ბრიუსელში, ნატოს შტაბბინასა და ევროკავშირის სათაო ოფისში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

03/12/2018

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინასა და ევროკავშირის სათაო ოფისში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო.

“ბრიუსელში, ნატოს შტაბბინასა და ევროკავშირის სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებს გურიის გუბერნატორთან და კულტურის, ხელოვნებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი. გაცნობითი შეხვედრა გვქონდა ნატოს გენერელურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, ხოლო სამუშაო შეხვედრები გაიმართა გენერალური დირექტორის მოადგილეებთან როუზ გომიოლერთან და ტაჯან ილდემთან, რა დროსაც ვისაუბრეთ უსაფრთხოების პოლიტიკის, კონფლიქტების შემცირებისა და სახალხო დიპლომატიის საკითხებზე. ასევე, შევხვდით ევროკომისიის წარმომადგენლობას, ვიმსჯელეთ ჩვენ ქვეყანასთან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრებზე ყურადღება გავამახვილეთ ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ქვეყნისთვის, ისე ჩვენი რეგიონისთვის სასარგებლო მიმართულებით. ვიმედოვნებ, აღნიშნული გაცნობითი შეხვედრები სამუშაო ჭრილში უმოკლეს დროში გადავა და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ორმხრივად მომგებიანი პროექტების განხორციელების მიზნით”- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0