დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ეხმიანება. “ბრიუსელში მომხდარი მოვლენებით შოკირებული და შეშფოთებული ვარ. დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია”, – წერს დევიდ ქემერონი ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში.
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.