ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტების კვალიფიკაცია მიენიჭა

22/03/2016

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტების კვალიფიკაცია მიენიჭა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურ კომუნიკეშია ნათქვამი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზავენტემის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0