ბრიუსელის აეროპორტი დღეს დახურული იქნება

Wednesday March 23rd, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბრიუსელის აეროპორტი დღეს, 23 მარტს არ იმუშავებს. ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე აეროპორტის ხელმძღვანელობა წერს.

“აეროპორტი დაკეტილი იქნება 23 მარტს. ხვალ ჩვენ არსებულ ვითარებას შევაფასებთ და შესაძლოა, ბრიუსელის აეროპორტმა მუშაობა ხუთშაბათს განაახლოს”, – წერია განცხადებაში.

გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. მას მოჰყვა აფეთქებები ბრიუსელის მეტროშიც. ქვეყნის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. დაიღუპა 38 ადამიანი. 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარს ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა ყველაზე საშინელი დღე უწოდა ქვეყნის ისტორიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0