ბრიტანეთის ელჩი დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა

05/10/2019

ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, “მოძრავი საელჩო” დაბა ნასაკირალში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს ბრიტანეთის უფრო ახლოს გაცნობის მიზნით, ინფორმაცია გააცნო. ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის კონკურსი გაიმართა, ნასაკირალის მცხოვრებლებს საელჩოსგან საჩუქრები გადაეცათ. ისაუბრეს ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების, მეგობრობის, პროექტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. შეხვედრას პარლამენტის წევრი – ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ეს შეხვედრა მიზნად ისახავს აღმოაჩინონ სიახლე უკვე ნაცნობი ბრიტანეთის შესახებ. მოძრავი საელჩო გულისხმობს რეგიონებში საელჩოს საქმიანობის გაცნობას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის“- განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

“მივესალმები დიდი ბრიტანეთის საელჩოს ჩართულობას და მის აქტივობებს, რომელშიც ძალიან ბევრი ახალგაზრდა და სკოლის მოსწავლეა ჩართული. ბრიტანეთის საელჩოს მოწვევა, მოსახლეობის თხოვნა იყო და ჩვენ, მათი აზრი გავითვალისწინეთ“- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა, ზურა ნასარაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0