ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება

10/06/2016

ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება, ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში კერძო ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ, ჰიდროელექტრო სადგურს აშენებს. დედაქალაქის მერის მტკიცებით, აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

“ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება. კითხვა დასვით სწორად. ჯერჯერობით არსად არ შენდება ჰესი, უბრალოდ საუბარია, რომ ბოტანიკური ბაღიდან საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე აშენდეს მცირე ჰესი, რაზეც განზრახულობის მემორანდუმი არსებობს. კონკრეტული პროექტი ან რენდერი არ შემოსულა. შემოსულია მხოლოდ წერილი, რომელიც დახარვეზდა და გადაეგზავნათ უკან”, – განაცხადა ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0