ბორჯომში ერეკლესა და 9 აპრილის ქუჩებზე და ჩიხებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის მოადგილეები ანზორ სვანიძე და ვახტანგ ოჩხიკიძე ადგილზე გაეცნენ.
როგორც გამგებელმა განმარტა, აღნიშნულ ქუჩებზე გათვალისწინებულია ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. არსებული ტროტუარების დაზიანებულ მონაკვეთებზე კი ბორდიურების აღდგენა მოხდება მოხდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი საფარის ფრეზირება. ჯამში 670 გრძივი მეტრის გზის მონაკვეთი მოწესრიგდება.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 398 887 ლარით ფინანსდება.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ სამივე ქუჩა ტურისტულად მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენენ და მათი მოწესრიგება მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტი იყო.
ბორჯომში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
18/04/2016