ბორჯომში სტიქიის გამო ენერგოქსელში გამოწვეული ავარიები აღმოფხვრილია

05/08/2016

ბორჯომში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში, სტიქიის გამო გამოწვეული ავარიები აღმოფხვრილია. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თუმცა ტექნიკური სამუშაოები კიდევ მიმდინარეობს.
გუშინ ღამე, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რის გამოც აბონენტების ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. დაზიანების წუთიდან, კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობდა საგანგებო რეჟიმში დაზიანების დროული აღმოფხვრისა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0