ბორჯომში ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

11/09/2017

ბორჯომში ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ხიდზე მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი გზის სამოსი და ტროტუარები, განხორციელდა ბურჯების, მოაჯირებისა და არსებული მილსადენის შეღებვა-შელესვის სამუშაოები, ხიდთან გამავალ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან კი მოეწყო სპეციალური დამცავი ბადეები.
ე.წ. დიდი ხიდი ცენტრალურ მაგისტრალს ქალაქის მთავარ ქუჩებთან აკავშირებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 საფეხმავლო ხიდის მოწყობისა და 1 ახალი ხიდის მშენებლობა განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0