ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
სამუშაოები ხორციელდება ნიკოლაძის ქუჩაზე, სადაც სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწმინდება არსებული ღელე. ასევე ხდება მშენებარე სელედუკის მიმდებარედ და პეტრიწის ქუჩაზე საყრდენი კედლის აღდგენა-მშენებლობა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო თანხიდან დაფინანსდა და მათი დასრულება 10 დღის ვადაშია გათვალისწინებული.
ბორჯომში დაზიანებული ობიეტების აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს
11/08/2016