“ბორჯომობის” სახალხო დღესასწაულის საინტერესო ნაწილს წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთის ფოლკლორის ფესტივალი.
ღონისძიებაში ადიგენში მცხოვრები ხელოვანი ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას.
სპეციალურად მოწყობილ ფანჩატერებში ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო.
მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი მხარისათვის დამახასიათებელი სამზარეულო წარმოადგინეს. მათი დაგემოვნების საშუალება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გაიმართა ასევე ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა.
ფესტივალი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, კომპანია „ჯეო -ტურისტის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
„ჯეო-ტურისტი“ მსგავს ფესტივალებს საქართველოს რეგიონების მასშტაბით, პერიოდულად აწყობს და ხელს უწყობს ქართული კულტურის, ტრადიციაებისა და წეს-ჩვეულებების უფრო მეტად წარმოჩენას.
,,ბორჯომობის” ღონისძიებას ბორჯომის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ესწრებოდა.
“ბორჯომობის” დღესასწაულზე სამცხე-ჯავახეთის ფოლკლორის ფესტივალი გაიმართა
14/08/2016