ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

26/08/2017

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართვრლოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს. დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს. თავდაცვის მინსტრის თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით.
ლევან იზორიას განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირება სხვადასხვა უწყებების აქტიური ძალისხმევით მოხერხდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0