ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

13/10/2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის ხეობაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე დაწყებულ აღდგენით სამუშაოებში ჩაერთო. ღონისძიების ფარგლებში, 4000-მდე კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

“დღევანდელი დღე ისტორიულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს დაიწყო დაზიანებული ტყის აღდგენა. ვფიქრობ თითოეული ჩვენგანის ვალია გაუფრთხილდეს და დაიცვას ბუნება.”- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 2008 -2017 ხანძრის დროს ჩართულები კომპანიები,მხარის გუბერნატორი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ჟურნალისტები და მოქალაქეები, რომელთაც წვლილი შეიტანეს ტყის გადარჩენაში. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0