ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში 40-მდე ფიჭვისა და ვერცხლისფერი ნაძვის ნერგები დარგეს. ინიციატივა ანდღულაძეების საგვარეულოს წარმომადგენლებს ეკუთვნით. წიწვოვანი ხეები პარკის ტერიტორიაზე გადანაწილდა. ანდღულაძეების საგვარეულოს წარმომადგენლის და ინიციატორის ლევან ანღულაძის თქმით, აღნიშნული აქცია პირველი არა და მსგავსი ღონისძიებები მათ სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე და მახათას მთაზეც აქვთ განხორციელებული.
ხეების დარგვის აქცია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია ll-ის კურთხევით გაიმართა და მასში აქტიური მონაწილეობა ბორჯომში მცხოვრებმა ანდღულაძეების გვარის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
ბორჯომის ცენტრალურ პარკში 40-მდე წიწვოვანი ხე დარგეს
29/03/2018