ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში მინი სათბურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სათბურში ყვავილების ჩითილების გამოყვანა მოხდება. შემდგომ კი გახარებული მცენარეები პარკის ტერიტორიაზე დაირგვება.
როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, პარკს ყოველწლიურად უხდებოდა სეზონური ყვავილების ყიდვა, მინი-სათბური კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს და ამავე დროს საშუალებას მისცემს პარკს თავად გამოიყვანოს სასურველი მცენარეები.
მშენებლობის პროცესში მონაწილეობას პარკის თანამშრომლები იღებენ. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
ბორჯომის ცენტრალურ პარკს ყვავილების სათბური ექნება
27/02/2017