ბორჯომის პარკში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

05/08/2016

ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დილიდან მიმდინარეობს. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს ამ ეტაპზე ცენტრალურ პარკში არსებული ბიუვეტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაწმენდილია და დღის მეორე ნახევარში მინერალური წლის აღება ყველას შეეძლება. პარკის ცალკეულ უბნებზე კი ინტენსიურად ხდება მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების გაწმენდა წაქცეული ხეებისაგან. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებენ სატყეო დეპარტამენტის 50 თანამშრომელი. ბორჯომის ცენტრალურ პარკი სტიქიამ გუშინ საღამოს დააზარალა. ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მთლიანად მოგლიჯა და მისასვლელი გზები ჩახერგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0