ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. ამჯერად მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები სოფლების დვირის, ქვაბისხევის, ჩითახევისა და ჭობისხევის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს.
კონსულტაციებზე და კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით დასახლებებში შემდეგმა პროექტებმა გაიმარჯვეს:
სოფელი დვირი – სოფლის კლუბის შენობის გადახურვა;
სოფელი ქვაბისხევი – სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი ჩითახევი – სასაფლაოს შემოღობვა;
სოფელი ჭობისხევი – ტრენაჟორებისა და ატრაქციონის მოწყობა;
უნდა აღინიშნოს, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანალოგიურ თანხას – 428 000 ლარს დაამატებს და ჯამში სოფლის პროგრამებისთვის 856 000 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა სოფელში გაიმართება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
25/01/2019