ბორჯომის მუნიციპალიტეტმა აპრილის თვეში, მოქალაქეების დახმარების მიზნით,183 743 ლარი დაფინანსება გასცა.
აღნიშნული თანხით, გამგეობამ და საკრებულომ თანადგომა გაუწია 937 ბენეფიციარს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, 333 მოქალაქემ ისარგებლა სტაციონარული, ამბულატორიული, ასევე 4 და მეტ შვილიან ოჯახების, შშმ პირების, გამოჩენილ ადამიანების, ახალდაქორწინებულების, ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულ პირების, დედ–მამით ობოლ ბავშვების გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამით. აღნიშნული დახმარებებისათვის ჯამში 75 760 ლარი გაიხარჯა.
წინასააღდგომოდ, 388 ადამიანს კი კატეგორიების მიხედვით მუნიციპალიტეტმა საჩუქრად 100 ლარი გადასცა. აღნიშნული პროგრამით ბენეფიციარები ახალი წლის დღესასწაულზეც სარგებლობენ.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვლისწინებს სოციალური პროგრამის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ბენეფიციარებს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღებისათვის თანადგომას უცხადებს მოსახლეობას.
მონაცემების მიხედვით, გასულ თვეს ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოყოფილი 69 183 ლარით დაფინანსება მიიღო 216 მოქალაქემ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთა დასახმარებლად, აპრილის თვეში 183 743 ლარი დახარჯა
05/05/2016