ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მესამე აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, აღმოსავლეთ პროვინცია ბითლისში მანქანა აფეთქდა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 6 დაშავდა.
თურქული მედიის ცნობით, აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშაკთა პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული. ამავე პროვინციაში, ქურთ მებრძოლებთან მომხდარ შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი სამხედრო.
თურქეთის არმია პროვინცია ბითლისში ანტიტერორისტული ოპერაციას ატარებს.