ბოლო სამი წლის მანძილზე ლანჩხუთში 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

27/07/2016

ბოლო სამი წლის მანძილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რისთვისაც მთლიანობაში 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
2013 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა შეადგინა 12 მლნ. 791 186 ლარი. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერის ოდენობა იყო 4 მლნ. 584 470 ლარი.
2014 წელს ბიუჯეტმა შეადგინა 13 მლნ. 589 909 ლარი, აქედან ტრანსფერის სახით შემოვიდა 5 მლნ. 907 400 ლარი.
2015 წელს – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო 19 მლნ. 110 044 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერი კი – 6 მლნ. 101 100 ლარი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტმა შეადგინა 15 მლნ. 902 565 ლარი; აქედან გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობაა – 5 მლნ. 296 100; მიზნობრივი ტრანსფერია 220 ათასი ლარი.

2013-2015 წლებში 25 მილიონი ლარის 80-ზე მეტი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროექტების განხორციელების დროს დასაქმდა 100-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
გზების მშენებლობა–რეაბილიტაციის სამუშაოებზე დაიხარჯა 6 655 749 ლარი. დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 კმ გზას.
აშენდა და რეაბილიტირდა 32-მდე დიდი და მცირე ხიდი, რისთვისაც დაიხარჯა 1 178 269 ლარი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თითქმის ყველა სოფელში, ფაქტობრივად, მოშლილი იყო წყლის სისტემა. ამასთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა, როგორც გასულ, 2014 წელს, ასევე მიმდინარე წელსაც. მთლიანობაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჩატარდა შემდეგ სოფლებში: გვიმბალაური, ჩიბათი, შუხუთი, ნინოშვილი, ნიგოითი, ნიგვზიანი, მაჩხვარეთი, აცანა, აკეთი, ღრმაღელე და სუფსა.
ყველა სოფელში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მაგალითად, აცანის ცენტრში მეწყერული ზონის გამაგრებითი სამუშაოები სრულდება, სამუშაოების ღირებულება მლნ. 228 366 ლარია, ასევე აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 მლნ. 390 870 ლარის სამუშაოები მიმდინარეობს, რითაც მდინარე სუფსაზე გამაგრებითი სამუშაოები ტარდება. წყალწმინდაში კი სახიდე გადასასვლელი გაკეთდა, რომლის ღირებულება 444 444 ლარს შეადგენს. დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს. ეს არის 46 პერსონაზე გათვლილი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ასევე სუფსაში კეთილმოეწყო სკვერი, ამიერიდან სუფსის მოსახლეობას კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილი ექნება. ახლადგახსნილ სკვერში დაიგო ფილაქნები, დამონტაჟდა განათება, სკამები და ატრაქციონები, დაიდგა ფანჩატური. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და დეკემბრის თვეში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 212 777 ლარი შეადგინა
ჩოჩხათი-გულიანის 12 კილომეტრიანი გზის სამშენებლო- სარემონტო სამუშაობი აქტიურ ფაზაში შევიდა. დასრულებულია შავი საფარის დაგება. პროექტის ღირებულება სამი მილიონი ლარია. ტენდერში შპს „სამკუთხედმა“ გაიმარჯვა. აღნიშნული გზა შვიდ სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს, ასევე ოზურგეთი-სუფსა-ფოთს შორის უმოკლესი მანძილია.
გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ლაზარეს ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე, რომელიც ბოლო დროის სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა, რკინა-ბეტონის საფარი დაიგო. სამუშაოები, რომლის ღირებულება დაახლოებით 65 ათასი ლარია, შპს “ახალმა გზამ” შეასრულა.

დასრულდა საბავშვო ბაღებისთვის ახალი შენობების აშენება ღრმაღელესა (წყალწმინდა) და ჯურუყვეთში. წყალწმინდაზე მშენებლობის ღირებულება 236 380 ლარია. საბავშვო ბაღი, რომელიც 60 პატარაზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებითაა აგებული. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საბა“ ახორციელებს.
ჯურუყვეთში ბაღის შენობა, რომელსაც შპს „საბა“ აშენებს, ორსართულიანია და ისიც 60 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოების ღირებულება კი 274 870 ლარს შეადგენს.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაჩხვარეთის სააღმზრდელო ჯგუფის ორსართულიან შენობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ხურომ“ შეასრულა. სულ რემონტისთვის 241 000 ლარი დაიხარჯა. ასევე მთლიანად გარემონტდა აკეთის საბავშვო ბაღიც, რომელზედაც 149 206 ლარი დაიხარჯა. აშენდა ქვიანის საბავშვო ბაღი, რაც 121 609 ლარი დაჯდა.
15 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რემონტი და მოწესრიგდა სამზარეულოები და სველი წერტილები. საერთოდ, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დაიხარჯა მილიონ ლარზე მეტი.
ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, რისთვისაც 723 ათასი ლარია გამოყოფილი, უკვე დაიწყო. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობას, საბავშვო ატრაქციონების დადგმას, ღია სცენის დამონტაჟებას, შადრევნის, გაზონების, ტროტუარების კათილმოწყობას და სხვა. ამ ეტაპზე ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში დასრულდა ქვაფენილის დაგება და მიმდინარეობს ახალი შადრევნის მშენებლობა. ქვაფენილის დაგება დასრულებულია ცენტრალურ სკვერშიც.
ნინოშვილის მუზეუმის ადმინისტრაციული სახლი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. მუზეუმის თანამშრომლებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა და მხოლოდ დიდი სიყვარულისა და ენთუზიაზმის ხარჯზე ინახავენ საარქივო მასალებს. მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ადმინისტრაციული სახლის მშენებლობა, რაც 22 ათასი ლარი დაჯდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2013-2015 წ განხორციელდა 400-ზე მეტი პროექტი, 4 წლის მანძილზე გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 3 229 795 ლარი.
2016 წელს აღნიშნული პროგრამით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო 806 256 ლარი.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად 2013-2015 წწ. 10 მილიონ 052 932 ლარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად 2016 წელს ჩამოირიცხება – 2 მლნ. 147 067 ლარი.

მიმდინარე წლისთვის რეგიონული ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მიღებულმა ტრანსფერმა შეადგინა 3 მლნ. 491 155 ლარს;

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა:
• ჯიხეთის მონასტერთან მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოები – 55 ათასი ლარი;
• ნინოშვილის მუზეუმის ადმინისტრაციული სახლის მშენებლობა – 22 ათასი ლარი;
• ახალი სპორტული ცენტრის საპროექტო დოკუმენტაცია – 20 ათასი ლარი;
• რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსება (5%-ის ოდენობით) – 133 746 ლარი.

ლანჩხუთში კულტურული ცხოვრებაც გამოცოცხლდა. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების შემდეგ ლანჩხუთელმაი ბევრ კარგ პროექტს უმასპინძლა, ამავე დროს შეიკრიბა თეატრალური დასი, რომელსაც სათავეში ბათუმის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი და რეჟისორის თანაშემწე, ამჟამად ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი დავით წერეთელი ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობითა და რეჟისორობით ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილი ს სახელობის სახალხო თეატრმა უკვე ორი სპექტაკლი წარმოადგინა. ესენია: „ნაფტალინი“ და „ნუგზარი და მეფისტოფელი“. ასევე ბავშვებისთვის მოეწყო თოჯინების თეატრის ჩვენება რამდენჯერმე.
ლანჩხუთმა წელს უკვე მეორედ უმასპინძლა ბავშვთა და ახალგაზრდულ საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს „კავკასია – 2016“. ჩვენს პატარა ქალაქში ფესტივალის დასკვნითი ტური მეორედ, ისევ ღია ცის ქვეშ გაიმართა.
ასევე ლანჩხუთში წელს კიდევ ჩამოვიდნენ ახალგაზრდა მწერლები და პოეტები, პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0