საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დღეს ტრადიციული შემოდგომის ფესტივალი გაიმართა.
“ჩვენი საქართველო აქ არის”,- ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც წელს მეშვიდედ გამართა.
წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები ტრადიციებითა და სამზარეულოთი. ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე ესწრებოდნენ. ღონისძიებ სკოლის დირექტორს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას მიჰყავდა.
ბოლნისში, ტრადიციული შემოდგომის ფესტივალი გაიმართა
30/10/2018