ბოლნისში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიხსნა

Thursday June 9th, 2022

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქვემო ქართლის რეგიონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა. სახელმწიფო მინისტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეკრებილ საზოგადოებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიები უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და მათ შორის მოიცავს სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ ისეთ საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენენ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე.
ვიზიტის ფარგლებში თეა ახვლედიანი სოფლების: ტალავერის, ჭაპალასა და ნახიდურის მოსახლეობასაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურ ძალისხმევას განაგრძობს, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ფლობდეს ინფორმაციას ყველა აქტუალური საკითხის შესახებ და სათანადოდ იყოს ჩართული მნიშვნელოვან პროცესებში. ბოლნისის მუნიციპალიტეტში თეა ახვლედიანის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0