ბოლნისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

24/12/2021

ბოლნისში სახაალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დამსწრე საზოგადეობას მიმართა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მოწყობილ საახალწლო სოფელში, მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიება მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში მოსულ სტუმრებს ბოლნისელი ხელოვანების ნამუშევრებისა და მეწარმეების პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შეეძლოთ. მცირეწლოვან სტუმრებს საახალწლო სოფელში თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ზღაპრის გმირი დახვდათ. თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო ნობათები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ სცენაზე, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სტუდიებმა საახალწლო კონცერტი გამართეს. ბოლნისის თოჯინების თეატრმა კი პატარებს სპეციალური წარმოდგენა შესთავაზა. ნაძვის ხის ანთებამდე სცენა თბილისის ქალთა გუნდმა დაიკავა, შემდგომ კი წინასაახალწლო განწობის შესაქმელად ბოლნისის როკ ბენდმა ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა. ღონისძიება DJ სეტით დასრულდა.

„წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჰქონდა მომზადებული და მოხარული ვარ, რომ ეს დღე ყველამ ერთად ვიზეიმეთ. ძვირფასო ბოლნისელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2021 წელი თითოეული თქვენგანის ოჯახისთვის სიხარულის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით მსურს, ჩვენს პატარებს მივულოცო და მათ ბედნიერი მომავალი ვუსურვო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0