ქალაქ ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ისტორიულ უბანში არსებული ქუჩა 600 გრძივ მეტრზე ბაზალტის ქვით მოპირკეთდება.
მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე ცხაურებიც.
პროექტის განხორციელებისას ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებულნი.
სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა
და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.
,, მოვინახულეთ სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების პროცესი, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩა ისტორიულ გერმანულ უბანში მდებარეობს და მისი კეთილმოწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუჩის მოპირკეთება ადგილობრივი ბაზალტით ხდება, რაც მცირე მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს,”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
04/09/2017