19 ნოემბერს გერმანიაში სახალხო გლოვის დღეს იხსენებენ ომისა და ძალადობრივი მმართველობის მსხერპლთ და მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევდა კაცთმოძულე რეჟიმს.
სახალხო გლოვის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისში მდებარე გერმანელი მიგრანტების ხსოვნის მემორიალთან, სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში გერმანიის ელჩი დოქტორ ჰაიკე ფაიჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად დაესწრო. მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა მოკლე წირვა ჩაატარა.
საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღონისძიებაში თანამონაწილეობისთვის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შერაზადიშვილს მადლობა გადაუხადა.
ბოლნისში მდებარე გერმანელი მიგრანტების ხსოვნის მემორიალთან, სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა
19/11/2017