ბოლნისში კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა

06/10/2016

N3 საბავშვო ბაგა-ბაღს წელს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. მრგვალი თარიღი აღმზრდელებმა, აღსაზრდელებმა და საპატიო სტუმრებმა რეაბილიტირებულ ბაღში აღნიშნეს.
წითელი ლენტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაჭრა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული, მთლიანად განახლებული ავეჯი და სრულიად შეცვლილი გარემო დახვდათ საბავშვო ბაღში მისულ პატარებს.
50 წლის იუბილეზე მოწვეულნი იყვნენ ყოფილი აღსაზრდელებიც, რომლებმაც ბაღში გატარებული წლები გაიხსენეს და წარმატებები უსურვეს პატარებს.
ბაღი წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გარემონტდა. შენობას სრულად ჩაუტარდა ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო ეზო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო პანდუსები.
ბაღი აღიჭურვა ახალი, რბილი და მაგარი ინვენტარითა და ტექნიკით.
N3 საბავშვო ბაგა-ბაღი მეცხრეა, რომელიც მუნიციპალიტეტში ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. დარჩენლი 3 ბაღის რეაბილიტაცია 2017 წელს განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0