ბოლნისში დაგეგმილია პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ დასკვნითი ეტაპი

26/10/2018

ბოლნისში დაგეგმილია პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ დასკვნითი ეტაპი, კერძოდ, ბოლნისის კულტურის სახლში, დღეს 16:00 საათზე, გაიმართება მუსიკალური კონცერტი ჯგუფი „ქიმერას“ მონაწილეობით,ხოლო ბოლნისის საჯარო სკოლებში, 14:00 საათზე, მოეწყობა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნი-ალბომებისა და სახელოვნებო მიმართულებით დაგეგმილი სხვადასხვა სახის გამოფენები.
პროექტის ფარგლებში ბოლნისს ესტუმრებიან მწერლები და ხელოვანები.
პროექტი ა.წ. 15 მაისიდან სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება და ინიცირებულია სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობის სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0