ბოლნისს კიდევ ერთი განახლებული სკევრი შეემტარება-მუსიკალური სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება
ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი მალე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები თვეზე მეტია მიმდინარეობს. დაიგება ბაზალტის ფილები, მოეწყობა სკამები, მწვანე ზონა და მინი ატრაქციონები. სკვერში დასვენება სასიამოვნო გახდება პატარებისთვისაც. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ამორტიზირებული ქვაფენილის დემონტაჟი დაასრულა, ამ ეტაპზე ზედაპირის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტზე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. სექტემბრის ბოლოსთვის ბოლნისს კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება.
სამუშაოების მიმდინარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა და მუშებს გაესაუბრა.
,,ბოლნისის იერსახეზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ ბოლნისს ულამაზესი სკვერი შეემატება. ამორტიზებულ ფილებს ახალი, ბაზალტის ფილები ჩაანაცვლებს,განახლდება ბორდიურები, მოეწყობა მინი ატრაქციონებიც და სკვერში განტვირთვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასიამოვნო გახდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისს კიდევ ერთი განახლებული სკევრი შეემტარება
14/09/2016