ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიხსნა

13/06/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ოფიციალურად გაიხსნა ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა სოფლის მეურნეობასა და სოფლის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. ღონისძიებას ესწრებიან ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირისა და „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები.

“ფორუმი დაფუძნდა მიმდინარე წელს და გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის. აღნიშნული, მიმართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თანამშრომლობის როლის გამოსაკვეთად სოფლის მეურნეობისა და სოფლად საზოგადოების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მსგავსი ტიპის ყოველწლიური ფორუმი ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0