ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2 ვეტერანს ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა

24/05/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის 2 ვეტერანს ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობისათვის, გამოჩენილი სიმამაცისა და დიდი პატრიოტიზმისათვის, მადლობის სიგელები დღეს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მარინა ჯალაღანიასა და ია ჯანაშიას გადასცეს. მარინა ჯალაღანია 80-იანი წლებიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, არის 9 აპრილის მოვლენებისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილე. პროფესიით ექიმი ია ჯანაშია სოხუმელია, აფახეთის ომის დროს, ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა და როგორც თავად ამბობს, ერთი დღე არ მიუტოვებია საყვარელი ქალაქი და საქმე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0