ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გამწვანების მასშტაბურ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ე.წ. “სასროლეთის ტერიტორიაზე“ 300 ნერგი კედარი დაირგო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია პირველად 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართა, სადაც 4000-მდე სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო.
“ბოლნისში კიდევ ერთი გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა. ე.წ. “სასროლეთის“ ტერიტორიაზე ამჯერად 300 ნერგი კედარი დაირგო. რამდენიმე წლის წინ, თვითმმართველობამ გადაწყვიტა ეს ტერიტორია მთლიანად გამწვანების ზოლად ექცია და სწორედ ამ მიზნით 2016 წელს 4000 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დავრგეთ. სასიხარულოა, რომ ნერგებს აქვს 75%-იანი გახარება, რაც გვაძლევს ფიქრის საფუძველს, რომ უახლოეს პერიოდში ქალაქის მიმდებარედ ეს ტერიტორია იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ადგილი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.