ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სტუდენტთა დახმარების პროგრამით, შშმ სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომლებსაც ყოველთვიურად პირად ანგარიშზე 100 ლარი ჩაერიცხებათ

18/02/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სტუდენტთა დახმარების პროგრამით, დღეიდან , შშმ სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომლებსაც ყოველთვიურად პირად ანგარიშზე 100 ლარი ჩაერიცხებათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილება შეიტანა. ერთ-ერთი ცვლილების შესაბამისად, სტუდენტური დახმარებით მოსარგებლე კატეგორიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაემატნენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია მოქმედებს პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებზეა გათვლილი. ფულადი დახმარება ყოველთვიურად ერიცხებათ წარჩინებულ სტუდენტებსაც. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს 300-მდე სტუდენტის სტიპენდიით უზრუნველყოფა შეძლო, ჯამში 159160 ლარით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0