ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა

17/01/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ეროვნული დროშის დაშვება 16 იანვარს, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილთა პატივსაცემად გამოცხადებული გლოვის დღის ფარგლებში განხორციელდა.
სახელმწიფო უწყებებზე ეროვნული დროშა დაშვებული მთელი დღის განმავლობაში იქნება. საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ მთავრობის განკარგულებით გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორპუსში მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0