ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა

Thursday December 28th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა. მერიის მიმდებარედ, მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართა. ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყო სხვადასხვა აქტივობა, მათ განწყობაზე ილუზიონისტმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს, ასევე მოეწყო აზოტის შოუ, სანტამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. დღის ბოლოს გამართულ კონცერტში ჯგუფმა „ურსამ“, თიკა ბალანჩინმა და New One Band-მა მიიღეს მონაწილეობა. საღამოს ვიკა კალანდია წარუძღვა, საახალწლო ღონისძიება კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი და მოადგილე ლონგინოზ გასანოვი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0