ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ააიპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სააღდგომო ნობათები გადასცა. ნობათი 160-მა ოჯახმა, მათ შორის შინმოვლის სერვისის ბენეფიციარებმაც მიიღეს. სურსათის დარიგების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვას მოხალისეები უზრუნველყოფდნენ. ნობათების გადაცემა საკარანტინო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მოხდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა
16/04/2020