ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდომარეობის მე-5 დღეს კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ. სურასათის დარიგების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთნენ.
„დღეს დავით და მამუკა კუხალაშვილების მიერ ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს, სულ 160 ბენეფიციარს გადავეცით. მინდა კუხალაშვილებს ქველმოქმედებისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ამ პერიოდში მსგავსი დახმარება და ჩვენს შეჭირვებულ მოქლაქეებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სურსათის დარიგების აქცია კვლავ გაგრძელდება და სხვა მოწყვლად ჯგუფებსაც მოიცავს”, – განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.