ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 864 000 ლარით განისაზღვრა. 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 2019 წელთან შედარებით 6 633 000 ლარით გაიზარდა. სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულების კი დაფინანსებამ 2020 წელს 4 677 500 ლარი შეადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტუირა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა,განათლება, კულტურა, სპორტი და რელიგია დასახელდა.
“დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2019 წელთან შედარებით მომავალი წლის ბიუჯეტი 6 633 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 28 864 000 ლარი შეადგინა, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი მოქალაქეებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განვახორციელოთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარებას, მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასა და ჯანდაცვას. ეს უმნიშვნელოვანესი სფეროები მომავალი წლის ბიუჯეტშიც პრიორიტეტულად მივიჩნიეთ. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი კვლავაც გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობასა და მათ მომავალზე ზრუნვას. სოციალური და დაჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება 2020 წელს 4 677 500 ლარი იქნება.
მოხარული ვარ, რომ 2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტით ვხვდებით, ეს კი ნათლად მეტყველებს იმ განვითარების სწორ მოდელზე, რაც ჩვენი ხელისუფლების დროს შემუშავდა და პრაქტიკაში ხორციელდება. 2020 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მუნიციპალიტეტის გამოწვევები, მოქალაქეების ინტერესები, ამიტომ მიმაჩნია, რომ მომავალი წელი კეთილდღეობისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.