ბოლნისის მუნიციალიტეტის მერმა მოქალაქეების მიღება განაახლა

16/02/2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და საკითხების გადაჭრის გზებზე, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა. შეხვედრის მიმდინარეობისას, მოქალაქეებმა ძირითადად ინფრასტრუქტურული, სოციალური და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებების მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის კონცეფცია კიდევ ერთხელ გააცნო და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, ყოველი კვირის ოთხშაბათი, სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში, მოქალაქეთა მიღების დღედ დაწესდა.

“მოქალაქეებთან აქტიური ურთიერთობა, მათი საჭიროებების პირადად მოსმენა, უმნიშვნელოვანესია. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მიღება დროებით შეიზღუდა, თუმცა დღეიდან მათთან პირადად შეხვედრის შესაძლოებლობა კვლავ მექნება. მოქალაქეებთან კომუნიკაცია გვეხმარება დროულად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროექტი დავგეგმოთ და განვახორციელოთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0